სასწავლო რესურსები

რესურსი: ჭოჭონაქი, მექანიკის ოქროს წესი

 საგანი: ფიზიკა.

 სწავლების საფეხური: საბაზო.

კლასი: მერვე.

                          რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

 აღნიშნული რესურსის გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ინსტრუქციით. ეს რესურსი შექმნილია პროგრამა powerpoint-ის გამოყენებით. იგი შედგება 19 სლაიდისგან. რესურსი გამოიყენება მერვე კლასში ფიზიკის გაკვეთილზე საკითხის ჭოჭონაქი და „მექანიკის ოქროს წესის“ ახსნისას. მასში მრავლადაა ინტერაქციის ელემენტები. სლაიდებზე დასმულ კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ უნდა მოხდეს მომდევნო სლაიდზე გადასვლა, რომელზეც აღნიშნულ კითხვებზე პასუხია მოცემული. ბოლო სლაიდზე დაცმულ კითხვებს პასუხობს ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად, წერილობითი ფორმით, მათთვის წინასწარ დარიგებულ ფურცლებზე.



                                           


                                              რეფლექსია

 მარტივი მექანიზმების მუშაობის ფიზიკური საფუძვლების შესწავლა და მათზე დაკვირვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მერვე კლასში ფიზიკის შესწავლისას. აღნიშნული საკითხებს მოსწავლეები კარგად ითვისებენ როდესაც ინფორმაცია მრავალმხრივი საშუალებებით არის მიწოდებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული რესურსი, რომელიც ინტერაქტიური პრეზენტაციის სახით არის შექმნილი. როგორც წესი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ამ დროს საგაკვეთილო პროცესში და ხალისით პასუხობენ დასმულ კითხვებს. ბოლო სლაიდზე დასმული კითხვებზე გაცემული პასუხები მასწავლებელს საშუალებას აძლევს მომდევნო გაკვეთილები ამ პასუხების გათვალისწინებით დაგეგმოს. ამ შეკითხვების გამოყენება სხვა გაკვეთილებზეც შეიძლება.

 აღნიშნული სასწავლო რესურსის დახმარებით ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ მისაღწევ შედეგებზე შეიძლება გასვლა:

 კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: იყენებს დიაგრამებს,ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადების შორის დამოკიდებულების აღსაწერად. აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს; ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს; განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვების დროს გამოვლენილ მოულოდნელობებს, ცდილობს მათ ახსნას;

 ფიზ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: ცდების საშუალებით იკვლევს სხეულთა წონასწორობის სახეებს, ადარებს მათ ერთმანეთს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს; ამზადებს ბერკეტის მარტივ მოდელს, გამოთქვამს ჰიპოთეზას მისი მოქმედების პრინციპის შესახებ და ამოწმებს ცდებით; აღწერს მარტივ მექანიზმებს (უძრავი და მოძრავი ჭოჭონაქი, ბერკეტი) და მოიპოვებს ინფორმაციას მათი გამოყენების შესახებ ყოფა-ცხოვრებაში; აფასებს მარტივი მექანიზმის მარგი ქმედების კოეფიციენტს; ეძებს ბერკეტის ანალოგიას ორგანიზმებში და აღწერს მათ; ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად;

რესურსის შექმნის დროს გამოყენებული ლიტერატურა:
1        . ტატიშვილი  ფიზიკა. მე-8-ე კლასის სახელმძღვანელო. გამომცემლობა                    „დიოგენე“ 2012წ.
2       გ. გედენიძე,  ე. ლაზარაშვილი ფიზიკა. მე-8-ე კლასის სახელმძღვანელო. გამომცემლობა „ინტელექტი“ 2012წ.
 А. Н. Матвеев.  Механика.   Москва.  Высшая школа   2003.





რესურსი:   დრეკადობის ძალა

საგანი:   ფიზიკა.

სწავლების საფეხური:    საბაზო.

კლასი:  მეცხრე.

                                  რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

აღნიშნული რესურსის გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ინსტრუქციით:

ეს რესურსი შექმნილია პროგრამა  powerpoint-ის გამოყენებით.  იგი შედგება 12 სლაიდისგან. რესურსი გამოიყენება მეცხრე კლასში ფიზიკის გაკვეთილზე საკითხის „დრეკადობის ძალა“  ახსნისას.  მასში მასში ყველა სლაიდზე არის ინტერაქციის ელემენტები. პირველ სლაიდზე დასმული კითხვები ამოწმებს იმ მინიმალურ ცოდნას, რომელიც აუცილებელია ასახსნელი საკითხის გაგებისთვის. სლაიდებზე გამოტანილ კითხვებზე მოსწავლეთა მსჯელობის და სწორი  პასუხების გაცემის შემდეგ უნდა მოხდეს შემდეგ სლაიდზე გადასვლა. მე 11-ე სლაიდზე გამოტანილი ამოცანა მოსწავლეებს ეძლევათ დამოუკიდებელ სამუშაოდ. ამოცანის ამოხსნის სწორი ვერსიის ჩვენება ხდება დამოუკიდებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ.








                                                         რეფლექსია

 მეცხრე კლასში ფიზიკის სწავლების ერთ-ერთ- მნიშვნელოვანი საკითხია ბუნების ძალების შესწავლა. აღნიშნული საკითხებს მოსწავლეები კარგად ითვისებენ როდესაც ინფორმაცია მრავალმხრივი საშუალებებით არის მიწოდებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული რესურსი, რომელიც ინტერაქტიური პრეზენტაციის სახით არის შექმნილი.  როგორც წესი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ამ დროს საგაკვეთილო პროცესში და ხალისით პასუხობენ დასმულ კითხვებს.
ბოლო სლაიდზე მოცემული დავალების შესრულების ანალიზი მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაადგინოს თუ როგორ იქნა გაგებული მოსწავლეების მიერ შესასწავლი თემა. რაც თავის მხრივ მომდევნო გაკვეთილების მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმვის საშუალებას იძლევა.
ამ რესურსის გამოყენება მცირე ცვლილებებით  მეშვიდე კლასშიცაა შესაძლებელი.




აღნიშნული სასწავლო რესურსის დახმარებით ეროვნული სასწავლო გეგმის  შემდეგ მისაღწევ შედეგებზე შეიძლება გასვლა:

კვლ. IX.2.  მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.

ფიზ. IX.6.  მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების აღწერა.



რესურსის შექმნის დროს გამოყენებული ლიტერატურა:

1        . ტატიშვილი  ფიზიკა. მე-9-ე კლასის სახელმძღვანელო. გამომცემლობა                    „დიოგენე“ 2012წ.
2        გ. გედენიძე,  ე. ლაზარაშვილი ფიზიკა. მე-9-ე კლასის სახელმძღვანელო. გამომცემლობა „ინტელექტი“ 2012წ.
     А. Н. Матвеев. Механика.   Москва.  Высшая школа   2003.









 რესურსი:  ლინზები

 საგანი:  ფიზიკა.

 სწავლების საფეხური:  საბაზო.

 კლასი:  მეცხრე.


                             რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

 აღნიშნული რესურსის გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ინსტრუქციით:
 ეს რესურსი შექმნილია პროგრამა powerpoint-ის გამოყენებით. იგი შედგება 23 სლაიდისგან. რესურსი გამოიყენება მეცხრე კლასში ფიზიკის გაკვეთილზე საკითხის-ლინზების გამეორებისა და საკითხის-ლინზაში გამოსახულების მიღების ახსნისას. მასში მასში ყველა სლაიდზე არის ინტერაქციის ელემენტები. სლაიდზე დასმულ კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ უნდა მოხდეს მომდევნო სლაიდზე გადასვლა, რომელზეც აღნიშნულ კითხვებზე პასუხია მოცემული. მე 11-ე სლაიდზე არის ამოცანა, რომელი მოსწავლეებს ეძლევათ დამოუკიდებელი სამუშაოს სახით ახცნილი მასალის შემოწმების მიზნით. ამოცანის სწორი ამოხსნის დემონსტრირება უნდა მოხდეს იმის შემდეგ რაც მოსწავლეები დაასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაოს.


 


                                                  რეფლექსია

 გეომეტრიული ოპტიკის საფუძვლების და ოპტიკურ ხელსაწყოების მოქმედების პრინციპების შესწავლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მეცხრე კლასში ფიზიკის სწავლებისას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყოა ლინზა. აღნიშნული საკითხებს მოსწავლეები კარგად ითვისებენ როდესაც ინფორმაცია მრავალმხრივი საშუალებებით არის მიწოდებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული რესურსი, რომელიც ინტერაქტიური პრეზენტაციის სახით არის შექმნილი. როგორც წესი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ამ დროს საგაკვეთილო პროცესში და ხალისით პასუხობენ დასმულ კითხვებს. ბოლო სლაიდზე მოცემული დავალების შესრულების ანალიზი მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაადგინოს თუ როგორ იქნა გაგებული მოსწავლეების მიერ შესასწავლი თემა. რაც თავის მხრივ მომდევნო გაკვეთილების მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმვის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სასწავლო რესურსის დახმარებით ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ მისაღწევ შედეგებზე შეიძლება გასვლა:

 კვლ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: იყენებს დიაგრამებს,ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადების შორის დამოკიდებულების აღსაწერად; აანალიზებს მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები; ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს; განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვის დროს გამოვლენილ მოულოდნელობებს, ცდილობს მათ ახსნას.

 ფიზ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შეასაწავლად, იყენებს სხივის გეომეტრიულ მოდელს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს; განიხილავს სხივთა სვლას სხვადასხვა ოპტიკურ სისტემაში (ბრტყელ-პარალელური ფირფიტა, თხელი ლინზა, სამკუთხა პრიზმა, ბრტყელი სარკე), იყენებს შესაბამის ფორმულებს და აღწერს გამოსახულების მიღებას. ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, ფორმულებს და კანონებს ამოცანების ამოსახსნელად.

 რესურსის შექმნის დროს გამოყენებული ლიტერატურა:

 1. ქ. ტატიშვილი ფიზიკა. მე-8-ე კლასის სახელმძღვანელო. გამომცემლობა „დიოგენე“
     2012წ.
2. გ. გედენიძე, ე. ლაზარაშვილი ფიზიკა. მე-8-ე კლასის სახელმძღვანელო. გამომცემლობა
    „ინტელექტი“ 2012წ.
3. А. Н. Матвеев. Оптика. Москва. Высшая школа 2003.

Комментариев нет: